სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ლელო საქართველოს” გუნდს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეუერთდა.

მისი თქმით, 8 წლის შემდეგაც ქართული ოცნება ვერ ასრულებს დანაპირებს და მათი გუნდის წევრები ცდილობენ, ბრძოლა სამართლიან პლატფორმაზე განაგრძონ.

“ამ 8 წლის განმავლობაში არათუ რამე განხორციელდა, არამედ ქვეყანა ღრმა ძილში წავიდა. ქვეყანა გააჩერეს, დაამუხრუჭეს. ყველა მიმართულებით კრიზისია. სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია იმ ადამინების იმედგაცრუება და პროტესტი, რომლებიც ერთ დროს “ოცნების” აქტიური წევრები იყვნენ. დღეს ჩვენ გვიერთდება ჯამბულ ხოზრევანიძე, გუშინდელ დღემდე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და დღეს უკვე “ლელოს” აქტიური თანამებრძოლი, რომელთანაც ერთად ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ქვეყნის დასავლური კურსი იქნას შენარჩუნებული და გავაგრძელებთ ქვეყნის აღორძინებას,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ლელოს” ახალი გუნდის წევრი ჯამბულ ხოზრევანიძე აცხადებს, რომ ის თავის ახალ გუნდთან ერთად საქართველოს მოსახლეობისთვის იმედია დაბრუნებას აქტიურად შეეცდება.

“2005 წლიდან ვიბრძოდი უკეთესი საქართველოსთვის. 2016 წელსაც გამოვთქვი უკმაყოფილება იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ჩემს იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა. 2020 წელსაც იგივე მეორდება, იმ ადამიანებს ვხედავ ამ ხელისუფლებაში, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს შექმნეს რეჟიმი და ახლა ამ რეჟიმის გაუარესებას ცდილობენ. ესენი არიან ფეოდალები, რომლებიც მაგალითისთვის ვიტყვი და აჭარას ამუხრუჭებენ.

მე ვიბრძოდი სამართლიანობისთვის და სამწუხაროდ, ამ ასაკში ისევ უკუსვლით მიწევს წინა პერიოდში დაბრუნება, რაც იყო 2012 წელს. მე მწამს, რომ “ლელოსთან” ერთად ადამიანებს დავუბრუნებთ იმ იმედს, რაც სჭირდებათ,”- განაცხადა ჯამბულ ხოზრევანიძემ.

ჯამბულ ხოზრევანიძის “ლელოს” რიგებში გაწევრიანებას გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძეც.

“დღეს “ლელოს” გუნდი ძლიერდება მებრძოლი ადამიანით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე ყოფნის დროს აფიქსირებდა თავის ღირსეულ პოზიციას. მაშინ, როდესაც საჭირო იყო ბრძოლა ქუჩაში თუ აუდიტორიაში, ის იბრძოდა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს ამ ადამიანს ვხედავთ “ლელოს” ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერად და დასაყრდენად აჭარაში. ჩვენი მიზანია, დაფასდნენ ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ქვეყნის წინსვლისთვის,”- ირაკლი კუპრაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100