სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედამ 12 წლის შვილი მოკლა და ცხედარი იატაკქვეშ დამალა - შემზარავი მკვლელობის დეტალები

ასტრახანში 56 წლის დედამ 12 წლის შვილი მოკლა და ცხედარი იატაკქვეშ დამალა - შემზარავი მკვლელობის დეტალებს RFIC– ის განყოფილების პრესსამსახური იტყობინება.

მათი ცნობით, დაქორწინებულმა წყვილმა სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა, რომ მათი ვაჟი სკოლაში წავიდა და აღარ დაბრუნებულა. გამომძიებლებს მშობლების გულწრფელობაში ეჭვი შეეპარათ, რადგან მეზობლების თქმით, ბავშვს დედა სცემდა და ხშირად გამოდიოდა მათი სახლიდან ტირილის ხმა.

გამოძიების დროს, სამართალდამცავებმა დაასკვნეს, რომ განმცხადებლებმა მათ ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს.

”დაზარალებულის ოჯახი ცდილობდა გამოძიებისთვის კვალის არევას, თუმცა სათვალთვალო კამერებზე კარგად ჩანდა, თუ როგორ დაბრუნდა სკოლიდან მათი 12 წლის ვაჟი".- ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

საბოლოოდ, მოკლული ბავშვის ცხედარი იატაკქვეშ, მისი უფროსი ძმის სახლში იპოვეს. სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით ბავშვის დედა დააკავა.


უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100