სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

35 წლის ბაღის მასწავლებელმა საკუთარი შვილები დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა

რუსეთის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, ქალაქ ელისტაში საზარელი მკვლელობა მოხდა. ქალაქის მკვიდრი, თავის სამ შვილთან ერთად სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. რუსული გამოცემა წერს, რომ ქალი საბავშვო ბაღის მასწავლებელი იყო.

წინასწარი გამოძიებით, დედამ შვილები ჯერ სასტიკად აწამა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა მამამ ცოლ-შვილი დაღუპული იპოვა. ამავდროულად, სახლში თავდამსხმელების კვალი არ აღინიშნებოდა და კარიც შიგნიდან იყო ჩაკეტილი.

ქალი 35 წლის იყო, მისი შვილები კი შვიდი წლის, თერთმეტი წლის, ყველაზე უმცროსი კი ოთხი თვის იყო. ბაღის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ქალი კარგი თანამშრომელი იყო და მისთვის არასოდეს შეუნიშნავთ აღსაზრდელების მიმართ ცუდი დამოკიდებულება.

ზოგიერთი ახლობლის ცნობით, გარდაცვლილს შესაძლოა მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰქონოდა.

ტრაგედია ელისტაში ორი დღის წინ მოხდა.


უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100