სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ მოვაწყოთ აბაზანა სრულად კაფელ-მეტლახითა და სანტექნიკით ყველაზე იაფად!

ზაფხული საუკეთესო დროა ახალი მშენებლობისა და რემონტისთვის. თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ გაარემონტოთ ან განაახლოთ თქვენი სააბაზანო ოთახი, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

სახლში, აბაზანის დიზაინი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: აბაზანა უნდა იყოს კომფორტული, ნათელი და თანამედროვე, ასევე, უნდა ქმნიდეს ჰარმონიულ ატმოსფეროს.

დღეს აბაზანის მოსაწყობად სხვადასხვა მასალა არსებობს, თუმცა ყველაზე ფართოდ გავრცელებული და პრაქტიკული, აბაზანის კერამიკული ფილებით გაწყობაა. კერამიკული ფილები იატაკზეც და კედელზეც მარტივი მოსავლელია, ადვილად ირეცხება და ვიზუალურადაც ლამაზია, განსხვავებით ბეტონის, ხის ან საღებავის მასალისგან, რომლით დამუშავებული ზედაპირის განახლებაც, ნესტის გამო, გარკვეული პერიოდის მერე აუცილებელია. კერამიკული ფილების კიდევ ერთი პლუსი მისი ეკოლოგიურობა, დიზაინის ფერებისა და ფაქტურის მრავალფეროვანი არჩევანია.

თუ გინდათ, რომ აბაზანის მოსაწყობად საჭირო ფილებისა და სანტექნიკის მოსაძებნად დიდი დრო და სხვადასხვა ადგილას სიარული არ დაგჭირდეთ, რაც, დიდ დისკომფორტთან ერთად, დიდ ფინანსებთანაცაა დაკავშირებული, უნდა ესტუმროთ საქართველოში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას“, სადაც შეძლებთ, ერთ სივრცეში შეიძინოთ აბაზანისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი, საუკეთესო ფასად.

„გორგია“ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს საუკეთესო ფასსა და უპრეცედენტო აქციებს. გამონაკლისი არც ივნისია. მიმდინარე აქციებიდან ერთ-ერთი, რომელიც აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას სააბაზანო სექციაში მიმდინარე აქციებია. 17 ივნისამდე, 30კვ.მ ფილების შეძენას, რომელშიც შედის იატაკის, კედლისა და დეკორის ფილა, მხოლოდ 360 ლარად შეძლებთ. ამ რაოდენობის ფილა სავსებით საკმარისია 5 კვ.მ ფართის სააბაზანოს სრულად მოსაწყობად. რაც მთავარია, სააქციო ფილების ფერი ძალიან ნეიტრალური, ნათელი და ტრენდულია, რომელიც ნებისმიერი ინტერიერის დიზაინს მოუხდება.

როდესაც აბაზანას ფილებით გააწყობთ, სანტექნიკის შეძენის დროც მოდის, რომელზეც, ასევე, უნიკალური შეთავაზებაა ამ ეტაპზე „გორგიაში“. თქვენ შეძლებთ, შეიძინოთ აბაზანის სრული კომპლექტი მხოლოდ 550 ლარად. სააქციო კომპლექტში შედის:


  • უნიტაზის კომპლექტი;
  • ხელსაბანი ფეხით;
  • კუთხის აბაზანა;
  • ხელსაბანის შემრევი;
  • აბაზანის შემრევი;
  • საშხაპე სისტემა.

საერთო ჯამში, თუ ორივე მიმდინარე აქციით ისარგებლებთ, 5კვ.მ ფართის აბაზანას სრულად, ფილებითა და სანტექნიკით, მხოლოდ 916 ლარად მოაწყობთ.

ნებისმიერი პროდუქტის შეძენას, სწრაფად და მარტივად „გორგიას“ განახლებული საიტიდანაც შეძლებთ, სადაც უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ განვადებაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100