გამკაცრებული პირობები ციხეში და covid 19-ის გავრცელების უდიდესი რისკი - ახალ ბრძანებულებას იურისტებმა აბსურდული და სასტიკი უწოდეს

ელ სალვადორის პრეზიდენტ ბუკელეს თქმით, კრიმინალური ჯგუფები პანდემიის პერიოდს სათავისოდ იყენებენ, რადგან მკვეთრად გახშირდა მკვლელობები. ამიტომაც ბუკელემ განკარგულება გასცა ციხეში ძალის გამოყენებით გაემკაცრებინა წესები.

მისი თმით, ბოლო ერთ კვირაში 50-ზე მეტი მკვლელობა მოხდა და საჭირო გახდა მკაცრი გადაწყვეტილების მიღება.

წესების გამკაცრება, რომელიც შაბათს შევიდა ძალაში, მოიცავს კრიმინალური ბანდების ლიდერების იზოლაციას და ციხეში იძულებითი იზოლირებას მთელი დღის განმავლობაში.

ღონისძიება ასევე შესაძლებელს ხდის ქვეყნის ორი ყველაზე საშიში მეტოქე ორგანიზაციის წარმომადგენელის, რომლებიც ცნობილია როგორც Marasalvatrucha და Mara18, ერთი და იმავე საკანში გამომწყვდევას.

ამ იზოლირების გამო, ასობით პატიმარს გამოსახლება მოუწია საკუთარი საკნებიდან. დაიწყო ჩხრეკვა, დაირღვა დისტანციური ზომები და ფოტომ, რომელსაც თქვენ ხედავთ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან ამგვარი ქცევა ზრდის კორონავირუსის გავრცელების რისკს და ეს ელ სალვატორისთვის ალიან საშიშია.

ბუკელემ ასევე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ პატიმრები არ დაემორჩილებიან წესებს, კონტროლის დამცველებს უფლება ეძლევათ,ს აჭიროების შემთხვევაში ძალის გადამეტებასაც მიმართონ, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფასაც გულისმობს.

პრეზიდენტის ბრძანებულებამ კრიტიკა გამოიწვია. საკონსტიტუციო იურისტებმა ადგილობრივი გაზეთ El Dia de Hoy- ში ბუკელეს ბრძანებულებას უკანონო, აბსურდული და სასტიკი უწოდეს.


უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი