სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტრაგედია სვანეთში - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ზემო სვანეთში, სოფელ ლატალში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს იარაღი გაუვარდა და ის მესტიის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100