სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კლუბი 10/11 ერთ - ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც პრევენციის მიზნით, დაკეტა ობიექტი

დაკეტვიდან ორი დღის შემდეგ კლუბის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკვები პროდუქტით დახმარებოდნენ და მადლობა გადაეხადათ იმ ექიმებისთვის და მედ პერსონალისთვის, რომლებიც თავდაუზოგავად დღე და ღამე შრომობენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გადაწყვეტილების განხორციელებაში 10/11 - ს დაეხმარა ახალგაზრდული მოძრაობა "შეცვალე", რომლებმაც სრულიად უანგაროდ მიიტანეს საკვები რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

გარდა ამისა, კლუბი 10/11 არის ნოვატორი დისტანციური კონცერტების მოწყობისა "არტიდეპრესანტთან " ერთად. ორი კონცერტი უკვე ჩატარდა. პირველში მონაწილეობა მიიღეს სოფო ბათილაშვილმა, ზვიად ბოლქვაძემ და ნიუტონმა. მეორე კონცერტი ჩაატარა ეთნო ჯაზ ბენდმა - ირიაომ.

კლუბი კიდე მრავალ დისტანციურ კონცერტს გვპირდება, რომელსაც შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ სახლიდან გაუსვლელად. ეს ყველაფერი კი კეთდება კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100