სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დედამ ბავშვის სიკვდილის შესახებ ჯერ არაფერი იცის" - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი ახალშობილის გარდაცვალებაზე კომენტარს აკეთებს

თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალშობილის გარდაცვალებაში 24 წლის ქალის ახლობლები მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ამ დროისთვის ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი ნარკოზიდან გამოსულია და პალატაშია გადაყვანილი.

„ახალგაზრდა ქალი დედამ და დედამთილმა ნახეს, ბავშვის შესახებ ჯერ არაფერი არ იცის, იქიდან გამომდინარე, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს" - განაცხადა გარდაცვლილი ახალშობილის მამიდამ.

ამასთან, თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის პრესსამსახურის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე ინფორმაციით, კლინიკაში აცხადებენ, რომ მშობიარობის პროცესი ფიზიოლოგიურად მიმდინარეობდა, უეცრად ნაყოფს განუვითარდა ბრადიკარდია, რაც გულის რითმის დაქვეითებას ნიშნავს. „სასწრაფო წესით განხორციელდა საკეისრო კვეთა, ზუსტად 7 წუთში ამოყვანილი იქნა ნაყოფი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩატარებულმა რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ჩვილის გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს“, - აცხადებენ თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის პრესსამსახურში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100