თბილისში 20 წლის ბიჭი თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. 20 წლის მათე ჯომიდავა ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 30 დეკემბრიდან მკურნალობდა.

არსებული ინფორმაციით, თბილისში მას ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარედ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავში ქვა ჩაარტყეს, რამაც ძლიერი ტრავმა, მოგვიანებით კი სიკვდილი გამოიწვია.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მათე ჯომიდავა გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა.

კომენტარი