საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

85 წლის ასაკში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სიგუას გარდაცვალების ფაქტს მისი ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან – 1991 წლის 18 აგვისტომდე სიგუა იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად. 1992 წლის 8 ნოემბერს ის დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა.

კომენტარი