რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე, იაღლუჯის ფერდობთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, „მერსედესის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამოტრიალდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა. ავარიის შედეგად, 30 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8-ე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი