ხანძარი ქავთარაძეზე - დამწვარია სამშენებლო მასალების ბაზრის ტერიტორიის 400 კვადრატული მეტრი

ხანძარი იყო გვიან ღამით ქავთარაძეზე. დამწვარია სამშენებლო მასალების ბაზრის ტერიტორიის 400 კვადრატული მეტრი. ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც ტერიტორიაზე არავინ იმყოფებოდა. ზარალი დაახლოებით 400 000 ლარს შეადგენს. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

დაზარალებულების თქმით, ხანძრის აღმოჩენისთანავე დაცვის პოლიციამ დროული რეაგირება მოახდინა და სახანძრო დახმარება გამოიძახა.

ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ბაზრის მეპატრონეს საკუთრება დაზღვეული ჰქონდა. ხათუნა ჭინჭარაულის თქმით, გამგეობა მისი კომპეტენციის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად დაზარალებულებს დაეხმარება.

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის თქმით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა დარჩა.

კომენტარი