სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორი-სკრის გზის მონაკვეთზე მიკროავტობუსი ამობრუნდა

გორი-სკრის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავალ ნაწილზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

დაშავებული ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„მიკროავტობუსი მოცურდა და ამობრუნდა. აღნიშნულ მიკროავტობუსს, როგორც წესი, შშმ პირები გადაჰყავს ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში, ბავშვები არ იყვნენ. ერთი მძღოლი და ერთი სრულწლოვანი მგზავრი ისხდნენ მანქანაში. მგზავრი მსუბუქად დაშავდა და გადაყვანილია საავადმყოფოში“ - განაცხადეს შსს-ში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გუისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100