სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება "კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე" აღსასრულებლად გადის - მელია

"ამ საქმეს ხელისუფლებისთვის, რომ მიეცა დაკავების საფუძველი, ძალიან დიდი ხნის წინ შეასხამდნენ ხორცს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდოდა" - ეს განცხადება ნიკა მელიამ ბანკი "ქართუს" საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, საქმეს, რომელსაც მას ედავებოდნენ, აბსურდულია და პოლიტიკური მოტივით არის მართული.

"დღევანდელი გადაწყვეტილება გადის "კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე" აღსასრულებლად. არ ვიცი ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს საკუთარი გუნდის წევრებს თუ კიდევ ერთხელ აბუჩად იგდებს. კვლავ ჩაუგდო კენჭი "ქართულ ოცნებაში" შემორჩენილ დეპუტატებს და მათ უნდა იმსჯელონ სხდომათა დარბაზში - ნიკა მელია ვადის ამოწურვამდე იქნება თუ არა მათი კოლეგა. ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭიროს ხელი ისევ," - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას განცხადებით, ახლა შესასრულებელი რჩება ერთი ამოცანა, რომ დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდეს.

"ფაქტია, დღეს გვაქვს მოცემულობა, როგორც ადრე, 26 ივნისს იყო, შეიკრიბა "ქართული ოცნების" დეპუტაცია და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დავეპატიმრებინეთ. შემდეგ გადაიფიქრეს. რეალურად ახლა მათი ამოცანა რჩება, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება "ქართული ოცნების“ დეპუტატების გარეშე,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100