ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტომობილის აალების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

გარდაცვლილი ჭითაწყარის მკვიდრი 45 წლამდე მამაკაცია. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭიშკარს შეეჯახა, რის შედეგადაც აალდა. ავტომობილში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი