სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაჭაში, სოფელ ხიდეშლებთან ახლოს ტყე იწვის

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდეშლებთან ახლოს ტყეში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტარზეა გავრცელებული.

ხანძრის ჩაქრობის პროცესს ხელს უშლის ქარი, რომელსაც ცეცხლი ფოთლებსა და ხმელ ხეებზე გადააქვს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ადგილზე 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობაზე გავრცელების საფრთხე არ არის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხანძრის ჩასაქრობად ავიაციას საჭიროების შემთხვევაში ჩართავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100