აქციის მონაწილეების მხრიდან დაპირისპირების გამო, მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტის ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა

პარლამენტთან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას გამოჩენას ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა დეპუტატს, რომელმაც კოლეგების ნაწილის მსგავსად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, „მონა“, „ბიძინას გოშია“ და „ვირთხა“ ეძახეს.

ქვარაიას პარლამენტში შესვლა სურდა, თუმცა ის საკანონმდებლო ორგანოში აქციის მონაწილეებმა არ შეუშვეს.

სიტყვიერი დაპირისპირების გარდა, ადგილი ჰქონდა დეპუტატის მისამართით გარკვეულ შეხლა-შემოხლასაც, რის გამოც პროცესში პოლიცია ჩაერია. საბოლოოდ, ქვარაიამ პარლამენტის ტერიტორია სწორედ სამართალდამცავების დახმარებით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის მონაწილეების განცხადებით, დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.

კომენტარი