სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტმა პროპორციულ არჩევნებზე კანონპროექტი ჩააგდო

პარლამენტში კენჭისყრის პროცესი ჩავარდა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრე 101 ხმა 3 ხმის წინააღმდეგ საკითხის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა, რამდენიმე დეპუტატმა კენჭისყრისას თავი შეკავა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

საკითხის კენჭისყრამდე კი ქვორუმის შესაკრებად რეგისტრაციის გავლა 3-ჯერ გახდა საჭირო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100