"სასწრაფო ამბავია... ასე დაგვხვდა მომაკვდავი ქალი დაშლილ ქოხში, ცუდი მისასვლელი გზაა, უახლოესი მეზობელი კილომეტრნახევარშია, ისიც მოხუცია, ავადაა, ძლივს დადის და დილას და საღამოს მაინც გადმოდის და ცეცხლს უნთებს, რომ არ გაიყინოს"

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასწრაფო ინფორმაციას ავრცელებს:
"სასწრაფო ამბავია, ყურადღებით წაიკითხეთ რა. ბევრმა ჩამიგდეთ მოხუც და-ძმაზე სიუჟეტი და სოფელ ქვედა გეზრულში ვიყავით. ასე დაგვხვდა სიცივისგან და ავადმყოფობისგან მომაკვდავი ქალი, დაშლილ ქოხში, არ ჰყავთ ახლო ნათესავები, უახლოესი მეზობელი კილომეტრნახევარშია, ისიც მოხუცია,ავადაა, ძლივს დადის და დილას და საღამოს მაინც გადმოდის და ცეცხლს უნთებს, რომ არ გაიყინოს. ვიღაცა მადლიანს საჭმელი მოუტანია და ამ ქალის ძმა, ექიმთან წაუყვანია ორშაბათს, ძალიან ცუდად იყოვო ვენერა ბებომ გვითხრა და ნახეთ თვითონ როგორ არის. ცხოვრობენ პენსიით, რომლის აღებას წვალებით ახერხებენ ავადმყოფობის გამო. სოფელში სულ 15-ამდე ადამიანია და თითქმის ასე უჭირს ყველას. ცუდი მისასვლელი გზაა, პატარა მანქანით ვერ ახვალთ. სწრაფად ვიზამთ ყველაფერს თორემ თოვლი თუ მოვიდა, მოხუცებამდე მისვლაც ძნელი იქნება. სასწრაფოდ სჭირდებათ ექიმი, წამლები, სახლის გათბობა, შეშა, ტანსაცმელი და ამ ყველაფრის გასუფთავება და საერთოდ ყველაფერი, ასე ზამთარს ვერაფრით ვერ გაუძლებენ. ხვალვე დავიწყებთ ყველაფერს. მოგვეხმარეთ როგორც შეძლებთ რა. აბა ჩვენ ვიცით.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე
ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია" - წერს აკა სინჯიკაშვილი.

კომენტარი