კახეთში, კავკასიონის ქედზე ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

უკვე რამდენიმე დღეა კახეთში, კავკასიონის ქედზე ხანძარს ვერ აქრობენ. ცეცხლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანისა და ფშაველის გამყოფ ქედზეა გავრცელებული.

საგანგებო სიტუაციების მართთვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის კერები ალპურ ზონაშია გავრცელებული და დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფია ჩართული.

სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.

კომენტარი