61 წლის ქალის მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყაჩაღობაა

კახეთში მოკლული 61 წლის თამარ სეფიაშვილის ნათესავები მკვლელობის მოტივად ყაჩაღობის ვერსიას განიხილავენ. მათი განცხადებით, გარდაცვლილი საკუთარ სახლში სკამზე იყო მიბმული და ნაწამები.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა წაღებული სახლიდან რაიმე. მეზობლების ინფორმაციით, ფანჯრის შუშები ჩამსხვრეული, სახლი კი არეული დახვდათ, თუმცა არ იციან, არის თუ არა დაკარგული რამე.

შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მოხდა.

გარდაცვლილი ქალის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი