სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანდალიზმი ახალციხეში - მრევლს სამლოცველოში ხატები დამტვრეული, სიწმინდეები კი ძირს დაყრილი დახვდა

ვანდალიზმი ახალციხეში - სოფელ ხულგუმოსთან ახლოს მდებარე სამლოცველო წელს უკვე მეორედ დაარბიეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ადგილზე მისულ მრევლს ხატები დაზიანებული დახვდათ, საეკლესიო ნივთები კი ძირს იყო მიმოფანტული.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველო 2019 წლის აპრილში აკურთხეს. კურთხევიდან მალევე, ხულგუმოს მაცხოვრებლებმა სამლოცველო დარბეული ნახეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ან სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით ისჯება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100