"ტრამვა იმდენად მძიმე იყო, ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა" - გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული სოსო ჯავახიშვილი გარდაიცვალა.

გურამიშვილის გამზირზე აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად 39 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მას სხეულის 60% ჰქონდა დამწვარი.

თბილისში, გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სოსო ჯავახიშვილის ბინაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოჰყვა. სოსო ჯავახიშვილი ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა. ის ბინაში მარტო ცხოვრობდა.


კომენტარი