სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქარელში დევნილთა დასახლებაში აფეთქება მოხდა

აფეთქება ქარელში - ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში გამთენიისას გაზი აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად პირველ სართულზე მცხოვრებმა 60 წლამდე მამაკაცმა სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაშავებული ქარელიდან თბილისში, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადიყვანეს.

ამ დროისთვის მაცხოვრებლები უსაფრთხო ადგილზე არიან გაყვანილი, შენობაში ჩამსხვრეულია შუშები. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100