დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება - ბავშვის მამას ბრალი წარედგინა

დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის საქმეში ახალი გარემოებები ხდება ცნობილი.

გარდაცვლილი ბავშვის მამა, რომელიც ამ დრომდე დაზარალებულად იყო ცნობილი, ბრალდებული გახდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარედგინა, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს და 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მიხეილ დვალიშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმეზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება. ადვოკატი შუამდგომლობას ამზადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე აღკვეთით საერთოდ არ იყოს გამოყენებული.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანმა დედამ საკუთარი 7 თვის ჩვილი სოფელ აღაიანში რამდენიმე თვის წინ მოკლა.

კომენტარი