სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მეუღელე ჰყავდა დევნილი, შვილი სულ თვეების იქნება“ - ვინ არის 29 წლის მუშა, რომელიც გუშინ ჭიათურის მაღაროში დაიღუპა

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში დაღუპული მუშა 29 წლის გაგა ბოჭორიშვილია.


ის მაღაროში 2018 წელს მიიღეს სამუშაოდ. დაღუპული მამაკაცი წყალტუბოდან იყო, ჭიათურაში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად დევნილთა საცხოვრებელში ცხოვრობდა.

„მეუღელე ჰყავდა დევნილი და ამიტომ იქ ცხოვრონდნენ. შვილი სულ თვეების იქნება“, - ამბობენ ადგილობრივები.

გაგა ბოჭორიშვილი წყალტუბოში საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.


10 ოქტომბერს დარკევთის მაღაროში მასის ჩამოშლის შედეგად მუშა დაიღუპა.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მაღაროში უსაფრთხოების ნორმები დარღვეული არ ყოფილა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 240–ე მუხლით, რაც სამთო– სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100