ქუთაისში ქალი აივნიდან გადავარდა და გარდაიცვალა

ქუთაისში ხანდაზმული ქალი აივნიდან გადავარდა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს მოხდა. ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აივნიდან გადავარდნის ფაქტი მიმდინარე წლის აგვისტოშიც დაფიქსირდა. ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე მესამე სართულის აივანი იმ დროს ჩამოინგრა, როდესაც მასზე ასაკოვანი ქალბატონი იდგა. მისი გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

კომენტარი