ერთი დაღუპული, დაშავებულების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - საშინელი ავარია ხობში

ხობში, სოფელ შუა ქვალონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომობილი"მიცუბიშის" მარკის ავტომობილს შეეჯახა.

ავარიის შედეგად "მერსედესის" გზავრი დაიღუპა. ორი ადამიანი კი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთვსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


კომენტარი