სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შინაგანად გულში ჰყავდა ცოლი და იმედი ჰქონდა, რომ შერიგდებოდნენ... ფეხში ესროლა და არტერიაში მოხვდა... იმ წუთასვე თავში გაისროლა თვითონ"

გუშინ თელავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სოციალურ ქსელში მკვლელობაში ეჭვმიტანილის ახლობლები წერენ, მამაკაცს ყოფილ ცოლთან შერიგება სურდა და იმედს არ კარგავდა, რომ ისევ ერთად იქნებოდნენ.

გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ გასროლა შემთხვევით მოხდა, რადგან რეზო კეკელიძეს იარაღი არ ქჰონია, ყოფილი ცოლის ოჯახში სანადირო თოფი იყო და სწორედ ამ იარაღიდან გაისროლა. ქალს ფეხში ესროლა, ტყვია კი არტერიას მოხვდა, რის გამოც მამაკაცმა თავის მოკვლა გადაწყვიტა და თავის არეში ისროლა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თელავში მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და თვითმკვლელობა სცადა. იგი ამჟამად თელავის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100