სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უნიკალური ტექნოლოგიური სიახლეები სმარტფონების მწარმოებლებისგან - IFA 2019

მოემზადეთ სიახლისთვის - აღმოაჩინეთ ტექნოლოგიური ევოლუცია პირველმა.

ბერლინი დიდი ტექნოლოგიური სიახლეებისთვის ემზადება. ტექნოლოგიური პროდუქტების პრეზენტაცია, რომელშიც კომპანია HUAWEI აქტიურად მონაწილეობს, IFA 2019-ზე შედგება. სწორედ აქ იქნება წარმოდგენილი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბრენდების ინოვაციური პროდუქტები. მოემზადეთ სიახლისთვის და აღმოაჩინეთ ტექნოლოგიური ევოლუცია პირველმა

როგორც ცნობილია, კომპანია HUAWEI მსოფლიოში პირველ 5G პროცესორს - Kirin 990-ს წარადგინს.

ინოვაციური, 5G ტექნოლოგიის მქონე, 7 ნანომეტრიანი Kirin 990, რომელიც იკავებს უმცირეს ადგილს თქვენს მოწყობილობაში და მოიხმარს ნაკლებ ენერგიას, ექსპერტების გათავლებით მედიის ყურადღების ქვეშ უდავოდ მოექცევა.

Kirin 990 პირველი 5G ტექნოლოგიის მქონე ფლაგმანური პროცესორია, რომელიც იყენებს „და ვინჩის“ არქიტექტურაზე აგებულ ორმაგი ბირთვის მქონე NPU- ს, რომელიც შედგება დიდი და მცირე ბირთვებისგან. მათ შორის, დიდი ბირთვები დატვირთული მუშაობისას უზრუნველყოფს მაღალ ეფექტიანობასა და ენერგოეფექტურობას. ფოტოგრაფიის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, Kirin 990 (5G) აღჭურვილია უახლესი ISP 5.0 ტექნოლოგიით, რომელიც იღებს უფრო ნათელ და მკაფიო სურათებს ცუდი განათების პირობებშიც კი. ის ასევე პირველია ორმაგი დომენის ვიდეო NR-ის გამოყენებასა და უშუალოდ ვიდეოში ხმის უკეთესი დამუშავების მიმართულებითაც.
მნიშვნელოვანია, რომ IFA 2019-ზე, HUAWEI კიდევ ერთ, უსადენო ყურსასმენებს ფლაგანურ HUAWEI FreeBuds 3 წარადგინს, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და მრგვალი კორპუსით. HUAWEI FreeBuds 3 იმეორებს რა ყურის ფორმებს, კომფორტულად ერგება მას და მომხმარებელს საუკეთესო ჟღერადობას სთავაზობს. ყურსასმენი წარმოდგენილია შავ და თეთრ ფერში. HUAWEI FreeBuds 3 მომხმარებლებს სთავაზობს სტაბილურად სწრაფად დაკავშირების შესაძლებლობას, შთამბეჭდავ ხმის ხარისხს და ჭკვიან ხმის დამხშობ ტექნოლოგიას. ეს არის მსოფლიოში პირველი უსადენო ყურსასმენი, რომელიც აღჭურვილია ეფექტური ხმის დამხშობი სისტემით.

ასე რომ, არ გამოტოვოთ და პირველებმა შეიტყვეთ აღმოჩინეთ ტექნოლოგიური სიახლეები.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100