სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქცია „სირცხვილიას" წარმომადგენლები პარლამენტის ყველა შესასვლელთან „სირცხვილის კორიდორს“ აწყობენ

პარლამენტთან აქცია „სირცხვილიას" წევრები შეიკრიბნენ. ისინი პარლამენტის შენობის სამივე შესასვლეთან დგანან. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აპირებენ „ქართული ოცნების" დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყონ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „სირცხვილია",“მონებო".

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთვის მიუღებელია გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენა, შესაბამისად პროტესტის ნიშნად მოაწყობენ „სირცხვილის კორიდორს“.

მისი თქმით, ივანიშვილმა დაიჯერა ის რეალობა, რომელსაც მისი „ტროლები“ ქმნიან.

პარლამენტის შენობასთან აქციაზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100