სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„აჭარაბეთის“ „არიქას“ გამარჯვებული იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება

„აჭარაბეთმა“ ახალი მხიარული პროექტი შექმნა, რომლის გამარჯვებულიც იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება. პროექტში წარმატებული 50 მოთამაშე კი „გაატარე ზაფხული საქართველოს“ კამპანიის ფარგლებში დასასვენებელ საგზურებს საქართველოს სხვადასხვა კურორტზე მიიღებს.

პროგრამა 15 აქტივობისაგან შედგება და ყოველ ორ დღეში ერთხელ გაიმართება „აჭარაბეთის“ ფეისბუქ გვერდზე. გამარჯვებულად ის დასახელდება, რომელიც 15 აქტივობის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.თითოეული აქტივობის შედეგის გამოცნობა შესაბამისი ქულით დაჯილდოვდება. პირველი ტური 24 ივლისს „კუების შეჯიბრით“ დაიწყო. 26 ივლისს 14:00 საათზე კი ქულები მათ მიენიჭებათ ვინც გამოიცნობს, თუ რამდენი შავი კურკა იქნება საზამთროს ერთ ნაჭერში.

თამაშში მონაწილეობა მარტივია. ამისათვის მნიშვნელოვანია, ajarabet.com-ისგვერდზე შესვლა და პროგნოზის გაკეთება.

https://www.youtube.com/watch?time_continue=53&v=RiCt1AKEkQM

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100