აფეთქება ვარკეთილში - სამხედრო დასახლებაში ხელყუმბარა შეაგდეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა

ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 3 პირი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარის შეგდებამ გამოიწვია. მათი თქმით, დადგენილია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი და დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები .

უწყების განცხადებით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო.


კომენტარი