გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ.

ის ჩვენებას 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მისცემს.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი ბარამიძის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შუამდგომლობით იმის გამო მიმართეს, რომ სამივე პირი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობს.

გასულ კვირას, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, გია ბარამიძე.


კომენტარი