ეს ის 17 წლის მორაგბეა, ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას რომ ემსხვერპლა

რეზო თაბაგარი 6 ივლისს შორაპანში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ის 17 წლის იყო და სარაგბო კლუბ "არწივებში" თამაშობდა.

შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლამ, სადაც რეზო სწავლობდა, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:

"ფერადი ზაფხულის არდადეგები ჩაუმუქდა ჩვენს სკოლას. როგორ მოინელოს ამდენი ხნის ნაზარდი, მის ფრთებქვეშ შეყუჟული სიცოცხლის ნაადრევი შეწყვეტა. მოურჩენელ დარდად, ტკივილად, სევდად დარჩება ჩვენი სკოლის კედლებს წესიერი, მშვიდი, ზრდილობით აღსავსე, მორიდებული ბიჭის რევაზ თაბაგარის სახელი.

ძალიან ნაადრევი იყო, ჩვენო რეზო, შენთან გამომშვიდობება. რამდენი რამ გევალებოდა, უნდა გესახელებინა ოჯახი, სკოლა, ქვეყანა...
გუნდ ,,არწივების" მორაგბეს გულწრფელი ცრემლებით გეთხოვება მშობლიური სკოლა... ჯერ კიდევ მართვე იყავი, რეზიკო! ადრე იყო, ძალიან ადრე... ფრთების გასწორება ჯერ ხომ კიდევ გჭირდებოდა...
არ დაგვცალდა... მშვიდობით!!!"


კომენტარი