"გადაცემის დასაწყისში წამყვანი ბინძურად და ქუჩურ დონეზე აყენებდა შეურაცხყოფას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს" - თინა კანდელაკი

გიორგი გაბუნიას გამოსვლას პუტინის წინააღმდეგ რუსეთში მცხოვრები ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი გამოეხმაურა:

"გადაცემის დასაწყისში წამყვანი ბინძურად და ქუჩურ დონეზე აყენებდა შეურაცხყოფას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, ისე, როგორც ამას აკეთებენ რადიკალები, რომლებიც საქართველოში ყველაზე სასტიკი დანაშაულების უკან დგანან", - დაწერა კანდელაკმა სოციალურ ქსელში.

კანდელაკი მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ბენეფიციარია", ხოლო თვითონ სააკაშვილი- "არამზადა" და "კრიმინალი".

კომენტარი