სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

21 წლის გოგონას ლეღვის ნახარშის გადავლების შედეგად, სხეულის 25% აქვს დამწვარი

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ლეღვის ნახარშის გადავლების შედეგად, 21 წლის გოგონას სხეულის 25% აქვს დამწვარი. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

როგორც ქაშიბაძემ განაცხადა, წელს, ეს ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევაა და იმედს გამოთქვამს, რომ უკანასკნელი იქნება.

„წელს პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ლეღვის ნახარშით დამწვრობის. იმედია, უკანასკნელია. 21 წლის გოგონას ქვემო კიდურებზე აქვს დამწვრობა და სხეულის 25% აქვს დამწვარი. მესამე ხარისხის დამწვრობაა“ - აღნიშნა ქაშიბაძემ.

მისი თქმით, პაციენტის მკურნალობას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

„ლეღვის ნახარში ორი დღის წინ წაისვა, შემდეგ თითნებურად სახლში მკურნალობდა და გაურთულდა, ამის შემდეგ მოიყვანეს დამწვრობის ცენტრში“ - განაცხადა ქაშიბაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100