სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უეფა ანტისაოკუპაციო მაისურების გამო ქართველ ფეხბურთელებს არ დასჯის" - რუსული გამოცემა

"ევროპის საფეხბურთო ასოციაციების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ქართველების პროტესტის გამო დასჯა მათ კომპეტენციაში არ შედის" - წერს ერთ-ერთი რუსული გამოცემა.

life.ru-ს კომენტარის მიხედვით, ცხადი ხდება რუსი ჟურნალისტების ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნული საკითხის მიმართ, რომლებიც თავის აღშფოთებას ვერ მალავენ ქართველი სპორტსმენების ქმედებით, რომლებიც თამაშზე ოკუპაციის საწინაღმდეგო ლოზუნგიანი მაისურებით გამოცხადდნენ.

"როგორც ჩანს, მათი ანტირუსული ქმედება უეფას მხრიდან ყურადღების გარეშე რჩება" - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ კლუბ "ტორპედოს" (ქუთაისი), "ლოკომიტოვისა" (თბილისი) და "რუსთავის" (რუსთავი) ფეხბურთელებს საფეხბურთო მატჩებამდე მაისურები ეცვათ, რომლებზეც საქართველოს რუკა იყო გამოსახული წარწერით: "გვახსოვს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია". ამ ქმედებით ქართველმა სპორტსმენებმა რუსული პოლიტიკა გააპროტესტეს.

აღნიშნულმა წარწერამ რუსულ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. რუსმა დეპუტატმა იგორ ლებედევმა კი ქართველი ფეხბურთელების დასჯის სურვილი გამოთქვა. მან ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი და ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.

და ბოლოს, გვახსოვდეს, რომ #რუსეთიოკუპანტია!!!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100