გავრილოვის თქმით, ქართველი დეპუტატების ნაწილისგან ბოდიშები მიიღეს

ჩვენ მივიღეთ ის ბოდიშები, რომელიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ნაწილმა გამოთქვა - ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გამოცემა „კომერსანტთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გავრილოვმა ჟურნალისტთან არ დააკონკრეტა, რომელმა დეპუტატებმა მოუხადეს ბოდიში.

მისი თქმით, თბილისში ასამბლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დელეგაციის წევრების უსაფრთხოების გამო მიიღეს.

„ასამბლეამ სესიის დასრულების შესახებ კოლექტიური გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება უსაფრთხოების და ნაყოფიერი სამუშაო პირობების არარსებობის გამო მივიღეთ. ჩვენ მივიღეთ ის ბოდიშები, რომელიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ნაწილმა გამოთქვა“- განაცხადა გავრილოვმა.

კომენტარი