სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალ ქსელზე გადართვის მიზნით აბონენტთა ნაწილს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად, კომპანია„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განაგრძობს თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას.


გაზგამანაწილებელი ქსელის ერთ-ერთ რეაბილიტირებულ მონაკვეთზე დღეს გადართვითისამუშაოები იგეგმება. საბურთალოს რაიონში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩების მიმდებარედახლად აშენებულ ქსელზე გადართვის მიზნით, აბონენტთა ნაწილს დღეს, დილის 09:00 სათიდანგაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.


გაზის მიწოდება შეუწყდება პეკინის ქ. 41, 44, ჟიული შარტავას, კანდელაკის ქ. 6ა, 7, 9, 15, 57,მგალობლიშვილის ქ. 1, 7, 13, ბუდაპეშტის I ჩიხი 3, I შეს. 6-8 (ფანჯიკიძის I შეს. 8), ბუდაპეშტის ქ. 22-ში (ახლ. ფანჯიკიძის ქ. 22) მდებარე ამხ. M „მწვანე ბუდაპეშტის“ საცხოვრებელი კომპლექსის,ონიაშვილის ქ. 1, 2, 4, 14, 23, 25/27, 26, 30, 31, 34, 57, 61, 62, გაგარინის ქ. 1, 7, 4-4ა, გაგარინის II შეს. 2/5-4, IV შეს. 6/8 (ჟიული შარტავას 4 შეს. 60-6/8), გაგარინის IV შეს.



2/19 -ში მდებარე საცხოვრებელიკორპუსების მოსახლეობას, გაგარინის შეს-ში (აკაკი გახოკიძის, სოკრატ არშბას, ვიტალი დარასელიას)მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე, ბუდაპეშტის ქ. 1- ში მდებარე საზოგადოებრივი კოლეჯის ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიას, სსიპ განათლებისმართვის საინფორმაციო სისტემას, შარტავას ქ. 40-ში განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს,ონიაშვილის ქ. 38-ში – ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს, ტაშკენტის ქუჩაზე – საზღვრისდაცვის დეპარტამენტს და შპს „მედი კლაბ ჯორჯიას“, იმედაშვილის ქუჩაზე – საჯარო სკოლა #123-ს,პეკინის ქ. 46-ში – საბურთალოს რ/ნ-ის პოლიციის შენობას, პეკინის ქ. 41-ში – შპს „იმპერიალს“ და სხვა.


გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 31 მაისის 10.00 სთ-დან და დასრულდება 16.00 სთ-ვის.


აბონენტებს გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ ონკანები ღია მდგომარეობაში.


ახალ გაზმომარაგების ქსელზე გადართვა მნიშვნელოვანია უსაფრთხო და უწყვეტიგაზმომარაგებისთვის.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზს (032) 2404004.


კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ განაგრძობს დედაქალაქის ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100