სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლაშა ბაქრაძე: „არამეგობრული საქციელია სომხეთის მიმართაც და სომხეთის ჩათრევის მცდელობასაც ჰგავს ჩვენს ქართულ-აზერბაიჯანულ პრობლემებში“

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დავით გარეჯში დაგეგმილი აქცია ქართული, აზერბაიჯანული და სომხური დროშების თანხლებით ჩატარდება, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა. ბაქრაძის თქმით, ასეთი საქციელი არაკონსტრუქციულია როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მიმართ.

„შეიძლება კეთილი მიზნები ჰქონდეთ მომწყობთ, მაგრამ ყველასთვის ცხადია, როგორ აღიზიანებთ აზერბაიჯანელებს სომხეთის დროშა. ეს საქციელი სრულიად არაკონსტრუქციული იქნება. არამეგობრული საქციელია სომხეთის მიმართაც და სომხეთის ჩათრევის მცდელობასაც ჰგავს ჩვენს ქართულ-აზერბაიჯანულ პრობლემებში. თბილისში კი, შეგვიძლია, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს პატივი მივაგოთ და მათი დროშები გამოვფინოთ, მაგრამ არა გარეჯში,“ - წერს ლაშა ბაქრაძე.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100