სუფსაში ავარიის შედეგად დაღუპულებიდან სამი გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრი, მეოთხე კი მათი ნათესავია

სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებიდან სამი გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრი, მეოთხე კი მათი ნათესავია.

კერძოდ, ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, დაღუპული მამაკაცის ძმა და მათი დეიდაშვილი.

მათივე განმარტებით, ლანჩხუთიდან ბათუმის მიმართულებით სწრაფად მიმავალმა „ოპელის“ მარკის ავტომობილმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მძიმე სატვირთო მანქანას შეეჯახა.

„ოთხივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ეს იყო საშინელი სურათი. აქ ხშირად ხდება ავარია. მოვითხოვთ გზაზე სიჩქარის მაკონტროლებელი ბარიერი დააყენონ. ბავშვები ბაღში დადიან, სკოლოაში და ძალიან გვეშინია. მოგვაქციონ ყურადღება“ - აცხადებს ადგილობრივი გენადი გურგენაძე.


კომენტარი