საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. დაიხურა საარჩევნო უბნები.

ამომრჩევლებს პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება უკვე აღარ აქვთ.

ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. ხმის დათვლის პროცესის დაწყებამდე რამდენიმე პროცედურაა გასავლელი. დაითვლიან ბიულეტენებს, რომელიც არ იქნა გამოყენებული. ამის შემდეგ კომისიის წევრები კენჭისყრას ჩაატარებენ და ხმის დამთვლელებს აირჩევენ.

კომენტარი