ათენის გარეუბანში 29 წლის ქართველი ქალი გაგუდული იპოვეს

საბერძნეთში, ქალაქ ათენის გარეუბანში, კალითეაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე საძინებელში მოკლული იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა ant1iwo.com იუწყება. მედიასაშუალების ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, გაგუდულია.


გარდაცვლილს ნათესავები წინა დღიდან ეძებდნენ და როდესაც არ გამოჩნდა, დეიდა მის საცხოვრებელ ბინაში ხელოსნის დახმარებით შევიდა, სადაც ის გარდაცვლილი დახვდა.

პოლიციის ცნობით, ქართველი ნათესავებისთვის მისი მკვლელის ვინაობა ცნობილია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარი

×