სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში მგზავრებით სავსე ავტობუსი ხეს შეეჯახა

კრწანისის ქუჩაზე ყვითელი ავტობუსი სავალი გზიდან გადავიდა და ტროტუარზე ხეს შეეჯახა.

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი სოცილურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭებმა არ დაუჭირა. შემთხვევის დროს ავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ.

ავტობუსის მძღოლი დაჯარიმებულია, სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100