სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანდალიზმისა და ქურდობის შემთხვევა ბათუმში - ფერიის სასაფლაოზე 7 საფლავი გაქურდეს

ვანდალიზმისა და ქურდობის შემთხვევა ბათუმში - ფერიის სასაფლაოზე 7 საფლავი გაქურდეს. დამნაშავეებმა ბრინჯაოსა და სპილენძის ბარელიეფები და ორნამენტები წაიღეს.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ სასაფლაოზე მსგავსი შემთხვევები ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა მიუხედავად ამისა გუშინ გვიან ღამით ერთი სასაფლაო კვლავ გაქურდეს. მოსახლეობა სამართალდამცავების მხრიდან მკაცრ რეაგირებას და ღამის დარაჯის დანიშვნას ითხოვს.

„4 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა არის. შემთხვევა ჯერ ასეთი ძარცვის არ ყოფილა. ვაპირებთ ვიდეო თვალის დადგმას იმავე ქუჩებზე, რომლებიც ესაზღვრება სასაფლაოს“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100