სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პანკისის ხეობაში 10 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს

პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაპირველად მისმა უმცროსმა ძმამ, შემდეგ კი სახლში დაბრუნებულმა დედამ ნახა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს.

წინასწარი ინფორმაციით, გოგონა ხეზე ჰიჯაბით დაეკიდა, რამაც მისი მოგუდვა გამოიწვია.

ტრაგედიის მიზეზების დასადგენად სამართალდამცავები უკვე მუშაობენ.

მანამდე კი წინუბნის სკოლის ადმინისტრაციაში მხოლოდ უბედურ შემთხვევას განიხილავენ და ვერსიას, რომ შესაძლოა ბავშვმა თავი მოიკლა, კატეგორიულად გამორიცხავენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100