სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტობუსების ტენდერში მეორე პრეტენდენტის მიერ კომპანია BMC-ს ბრენდის ავტობუსები არის წარმოდგენილი

თბილისის ავტობუსების ტენდერში მეორე პრეტენდენტად განიხილება კომპანია შპს „ინტერავტო თრეიდინგი“, რომელიც ქალაქის მოსახლეობას კომპანია BMC-ის მიერ წარმოებულ ავტობუსებს სთავაზობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ მათ მიერ შეთავაზებულია ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლის ექსპლოატაციის პერიოდი გაცილებით მეტია ამ კლასის სხვა მწარმოებლებთან შედარებით.

BMC-ის ავტობუსები გამოირჩევა როგორც გამძლეობით, ასევე ტევადობით და კომფორტით. BMC-ის ავტობუსებს თავისი სიმძლავრიდან, აგებულებიდან, საბურავების და დისკების ზომიდან გამომდინარე შეუძლია 20%-ით მეტი მგზავრის გადაყვანა, რითაც ფოკუსირდება მომხმარებლებისათვის ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზებაზე.

აღსანიშნავია, რომ BMC-ის ავტობუსები სრულ შესაბამისობაშია ჩვენს საგზაო რელიეფთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისი მთაგორიანი ქალაქია და ქალაქგარეთ კოჯრისა და წყნეთის მხარეს საკმაოდ დახრილი რელიეფია სერპანტინებით.

შესაბამისად მსგავს რელიეფზე ეფექტური მოძრაობისათვის უფრო მეტი სიმძლავრეა საჭირო, ძრავის სასიცოცხლო ციკლის დაცვის და საწვავის მომხმარების გადაჭარბებისაგან თავიდან აცილების მიზნით. კომპანია „ინტერავტო თრეიდინგის“ სერვის პარტნიორი გახლავთ „თეგეტა მოტორსი“, რომელიც 24 წელია მუდმივად ინარჩუნებს საქართველოს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. მისი სერვის ცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებით და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.

BMC დაარსდა 1964 წელს ბრიტანულ კომპანია BRITISH MOTOR COMPANY-სთან თანამშრომლობით და აწარმოებს საქალაქო ავტობუსებს, სამხედრო ტექნიკას, სატვირთო და კომერციულ ავტომობილებს. მათ მიერ წარმოებული სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობს მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები.

BMC თურქეთის ერთ-ერთი ძირითადი კომერციული და სამხედრო ავტომწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიერ წარმოებულ ტრანსპორტს ქვეყნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 50%-ზე მეტი უჭირავს. BMC საავტომობილო წარმოებაში გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით და თანამედროვე საწარმოო დანადგარებით, ასევე პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, მაღალკვალიფიციური კადრებით და წარმოების მაღალი შესაძლებლობებით.

BMC-ის მიერ წარმოებული პროდუქცია შემუშავებულია უმაღლესი საინჟინრო შესაძლებლობებით და მოწინავე საწარმოო ტექნოლოგიებით, შესაბამისად გადის ყველა საექსპლოატაციო გამოცდას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. BMC თავის ავტობუსებში ძირითადად იყენებს ამერიკული კომპანია Cummins-ის და გერმანული კომპანია MAN-ის ძრავებს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია უზრუნველყოს მაღალი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემები, ექსპლოატაციის ხანგრძლივი პერიოდი, ეკონომიურობა და კომფორტული ინტერიერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100