გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევას პატრულის თანამშრომელი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში დღეს დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საპირისპირო მხრიდან მომავალ მეორე სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთ-ერთი სატვირთო ინერციით მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მერაბ ჯიბუტი მართავდა. პოლიციელი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ახალგაზრდა მამაკაცს ჩაუტარდა ყველანაირი დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას ქალა-ფუძის მოტეხილობა, ტვინის ტრავმა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნებოდა" - განაცხადა ჩოხატაურის შპს ,,ჯანმრთელობის სახლი გურიაში" სამედიცინო დირექტორმა თემურ კოროშინაძემ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

კომენტარი