"ძმისგულო შენ შავ ჩოხაში და მელანო, მძინარე მზეთუნახავი გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ ფითქინა კაბაში... უკანასკნელ გზაზე 28 წლის ანგელოზს ვაცილებთ"

ბათუმში, აპენდიციტის ოპერაციის დროს დაღუპული გოგონას შესახებ შოთო სიხარულიძე სულისშემძვრელ სტატუსს აქვეყნებს:

"მზე დაგიბნელდაო ქორწილის წინ...

ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველა ლამაზი და ბედნიერი დღე ბექას... სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია... გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს...
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის... ტკბილად იძინე...
ბედნიერება არ დაგცალდათ
როგორ სიამოვნებით გაგიცვლიდიო ადგილსო ბექამ...! ჩემოო !
ახლოს ვერ მიდიოდეო ჭრილობებთანო შენ უნდა ოცნებობდე დამესიზრე მაინცო... და არ გესიზმრებოდეო.. შენ უნდა სთხოვდე ღმერთს შეგვინდეო ცოდვები...

აღელვებულები ვართ იმ მხარდაჭერით და სიყვარულით, რაც ჩვენი საზოგადოებისგან, ემიგრანტებისგან მივიღეთ, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით. მელანოს-მილას დაკარგვამ ყველაზე საშინელი, ღრმა იარა დაგვიტოვა გულში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იარა ვერ მოშუშდება, ჩვენ მის პატივსაცემად კეთილ საქმეებს გავაკეთებთ... კიდევ ერთხელ მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე..
"შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი"

(((((((( 24.03.2019 როგორ მიგიღო მიწამ... ამდენი ხალხის ზღვად ქცეული ცრემლი... ემიგრანტებს უკვირს ხო უკვირს ასეთი ძვირფასი როგორ მიგიღო მიწამ...(((((((((ნუთუ მიწას არ შერცხვება შენიი? შენ ხომ ფერია იყავი შენი გაუხუნარი სილამაზე იმიერში გადასახლდა, მენანები მიწისთვის, დაიმკვიდრე მარადიული სასუფეველი.
ამოთხრილ სამარესთან არის წამი როცა ყველა ირინდება. ქალები ტირილს წყვეტენ, მამაკაცები შეუმჩნევლად იმშრალებენ ცრემლს. ბუნებაც კი ირინდება.
არის წამი როცა კუბოს ცივ სამარეში ნელ-ნელა უშვებენ.
ძალა არავის რჩება რომ იტიროს, ამ დროს ადამიანთა სახეებზე სიცივეს დაინახავ, ზოგან სინანულს...
მიწა ხრიალით ეხეთქება კუბოს კედელს. ისმის შემზარავი ხმა სიჩუმეში, იმდენად ხმამაღალი, იმდენად სასტიკი, რომ ძნელია გაუძლო....

((((((((ჩვენს ქორწილში გელოდებოდით მე და მელანოო... ბექუ მთელი სხეული მეწვის იმის მერე რაც გულში ჩაგიკარი და მოგისამძიმრე შავი ჩოხა არ გიხდება ძმისგულო საშინლად არ გიხდება რავქნა... ჩემო თეთრო ღიმილის ბიჭო რით გიშველოოო... შენ შავ ჩოხაში და მელანო მძინარე მზეთუნახავი გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ ფითქინა კაბაში.... გავქვავდი....
ემიგრანტებო ის იწვა მშვიდი, ისეთი მშვიდი თითქოს
თითქოს იმქვეყნად ელოდნენ და იცოდა სად მიდიოდა...
ის იმდენად ლამაზი იყო, სანთლებთან ერთად ანათებდა...
თავთან დედა იჯდა, ოდნავ მოშორებით მამა ორივეს მზე ჩაუქრათ ერთადერთი შვილი მზე....
მილა კი იწვა, ლამაზი, ლამაზი, ლამაზი, ღმერთო ჩემო, როგორი ლამაზი და ანათებდა...
დღეს ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა სადედოფლო მანქანით ბანტებ შებნეული...

უკანასკნელ გზაზე 28 წლის ანგელოზს ვაცილებთ.. დღეს შენს სხეულს მიაბარებენ მიწას. ალბათ ძალიან შეგცივდება, მაგრამ გვჯერა, რომ საქართველოს მზის პირველი სხივები გაათბობს შენს გაყინულ სხეულს და მარტოდ დარჩენილს გზა გაგინათდება. შენ ლამაზი, ძლიერი და ნიჭიერი იყავი, გამბედავი და პირდაპირი. შენ სხვისი ტკივილის გაგების საოცარი უნარი გქონდა, შენს მეგობრებს სურდათ, რომ ბედნიერად გეცხოვრა... დიდხანს, ძალიან დიდხანს. მეხივით გავარდა სამწუხარო ამბავი - მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების შესახებ. დამწუხრდა, დადუმდა შენი ოჯახი და მეგობრები". ეჰ ამაყად ამაყად და მხნედ აღარ ჩამოივლის სიმპათიური, ლამაზთვალება ქალბატონი. მოგვიკლეს ქალბატონი კისკისა რომელიც სულ იღიმოდა და ოჯახის შექმნაზე ქორწილისთვის ემზადებოდა ფიქრობდა რომ ის და ბექა ერთად ბედნიერად და ტკბილად იცხოვრებდა. დიდი ტკივილი და მოგონებები დაგვიტოვა. შენს ოთახში ყოველდღიურად დაანთებენ სანთელს და ცრემლიანი თვალებით გახედავენ ხოლმე შენგან ობლად დარჩენილ ყოველივეს. მილას სახით დაკარგეს მისმა ოჯახის წევრებმა მეგობრებმა და ახლობლებმა საყვარელი ადამიანი, რომელმაც თან წაიღო მათი გული და დატოვა გამოფიტული და დაცარიელებული. რა ძნელია, რომ შენ საყვარელ ადამიანს მიწას მიაბარებ და იქიდან დაბრუნდები მხოლოდ მოგონებების იმედად.
რჩება მხოლოდ საფლავი, ადგილი, სადაც ხშირად მოგიწევს სიარული, რადგან უნდა მოუყვე ყველაფერი დარჩენილ ცხოვრებაზე...
მელანოსნაირ მებრძოლი სულის, სიცოცხლისმოყვარული ადამიანისათვის ნაადრევი იყო ამქვეყნიდან წასვლა.
მსუბუქი იყოს მისი საფარველი! ნათელში მისი სული, ამინ!

ეს რა სიმწარით დასთმეთ სამყარო,
მუდამ ფიქრი და დარდი,

მაგრამ სიკვდილმა არ მოგასვენა,

ჩამოგაფარა ჩადრი.

ეს რა შორი გზა ჩამოგივლიათ,

დღეს სადღეგრძელოს შევსვამთ.

ნიაღვარები მოგყვება ცრემლის,

ნათელში იყოს, ღმერთო მაღალო,

ქედმოდრეკილი გვედრი.

ყველა იღლება რთული ცხოვრებით,

ასე ყოფილა ბედი,

ეხლა სხვა არის შენი სამყარო,

გამორჩეული ხედი.

ჰოდა იყავით დამშვიდებული,

ნანას გიმღერით ქარი,

მწუხარედ მოსთქვამს რჩენილი მარტო,

გადატეხილი ქნარი...

ღამეს ავითვლი ცივ მაჯაზე არეულ ფეთქვით,
სიცოცხლე რაა თუ ხანდახან არ ამატირა?
ცრემლმორეული ისევ ჩემს თავს ნუგეშად ვეტყვი,
გაუძელიო! ამ ცხოვრების დედა ვატირე!!!
ბავშვობიდანვე ვოცნებობდი მქონოდა სახლი,
სახლის წინ ეზო და მდინარე უკან, ტყის პირას,
როცა მოთოვდა შვილებისთვის მოვრთავდი მარხილს,
დღეს კი ვხედავ, რომ მის ჭკუაზე გადამიბირა
ბედმა და ყველა ოცნებიდან შემომრჩა ერთი,
გიყვარდე შენ და ეს ოცნებაც ახლა იცი რა?..
განწირულია, მაგრამ მაინც ვერაფრით ვერ ვთქვი,
აღარ მიყვარხარ... და იღბალმა ისევ იცინა.
წყალწაღებული ვეჭიდები ხავსს, ისე ჩემთვის,
გულში გარდაცვლილ ოცნებათა საფლავებია,
არას ვჩივი და უთქმელობას ტკივილი ერთვის,
რა შემოგჩივლო? შენ ხომ ასე არ გყვარებია
ქვეყნად არავინ, მე კი სულში ვხუთავ იმედებს,
გვირილასავით შემომაცვდა ყველა ფოთოლი,
არ უყვარხარო! უკანასკნელ ფოთოლს იმეტებს,
ბედი და ვრჩები მხოლოდ გული, გული ობოლი...
ჯერ კიდევ ბავშვი ვოცნებობდი სიცოცხლის გზაზე,
არ ამყოლოდნენ ცოდვები და ვიწრო ოდაში,
ყველა სიწმინდე შიშისაგან ისე ჩავრაზე,
რომ მარტო დავრჩი! სულ მარტო ვარ მე ამ ოჯახში...
ღამეს ავითვლი ცივ მაჯაზე არეულ ფეთქვით,
სიცოცხლე რაა თუ ხანდახან არ ამატირა?
ცრემლმორეული ისევ ჩემს თავს ნუგეშად ვეტყვი,
გაუძელიო! ამ ცხოვრების დედა ვატირე!!!
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, უფალო აკმარე საქართველოს ამდენი უბედურება… მარადიული ხსოვნა".

კომენტარი

×